ტურიზმი
10/07/2023

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს,წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07.00 სთ-მდე,- ამის შესახებ განცხადება აეროპოროტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 

"აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.

ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner