ტურიზმი
17/04/2021
ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებს ხვალიდან მიიღებს
ქუთაისის განახლებული აეროპორტი 18 აპრილიდან მგზავრებისთვის იხსნება.
აეროპორტში გაერთიანდა ორივე ტერმინალი და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.
განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) აქვს და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. არსებული და ახალი ტერმინალები ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრის ერთ ტერმინალს ქმნის საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით.
აეროპორტში დამონტაჟებულია პოლონური კომპანია Dimark group-ის ბარგის მართვის სისტემა; მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.
განახლებულ აეროპორტში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით.
ფუნქციონირებს სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის.