ტურიზმი
27/04/2023

ქუთაისის აეროპორტთან 500 ადგილიანი საპარკინგე სივრცის მოწყობა ზაფხულში დასრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორთან 500 ადგილიანი საპარკინგე სივრცის მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

როგორც აეროპორტების განვითარების ხელმძღვანელმა განმარტა, კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

„კერძო სექტორის და მგზავრების მხრიდან ძალიან მოთხოვნადია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საპარკინგე სივრცის მოწყობა. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტენდერი და ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარებს. ზაფხულის მეორე ნახევარში ახალი ხუთას ადგილიანი საპარკინგე სივრცე მზად იქნება.“-განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშის განახლების ერთი ეტაპი 2021 წელს დასრულდა. პროექტში ჯამში 110 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინვესტიციის, რომელიც დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ვაგრძელებთ ქუთაისის აეროპორტის განვითარებას.“- აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022