ქუთაისის აეროპორტში Baskin Robbins-ის კაფეტერია გაიხსნება
ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ოპერირებას ამერიკული ბრენდი Baskin Robbins იწყებს ოპერირებას.
Baskin Robbins-ის კაფეტერია ქუთაისის განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში განთავსდება და მის დაგემოვნებას აეროპორტის მგზავრები და ნებისმიერი მსურველი 16 ივლისიდან შეძლებენ.
ხელშეკრულება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მოაწერეს.
კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30-მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვებიც გაიყიდება.
ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2500 ფილიალს ფლობს. ჯამში ბრენდი 51 ქვეყანაში ოპერირებს.
დღესდღეობით კომპანიაში უკვე 1300-მდე გემოს ნაყინი იწარმოება. მათ შორის ვეგანური. „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.