ტურიზმი
11/03/2022

ქუთაისის აეროპორტი თებერვალში 35 549 მგზავრს მოემსახურა - მგზავრთნაკადი 75%-ით აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკაა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35,549 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 75%-ით აღდგა (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი).

დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვალში აეროპორტი 170 რეისს მოემსახურა, შესაბამისად აღდგა 108% ( 2019 წლის თებერვალი - 157 რეისი).

ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.