ტურიზმი
08/04/2022

ქუთაისის აეროპორტი მარტში 46 735 მგზავრს მოემსახურა

ქუთაისის აეროპორტი მარტში 46 735 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადის 88% აღდგა.  2022 წლის მარტში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 46 735 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის მარტში მგზავრების რაოდენობა 53 316 იყო. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის თვალსაზრისითაც. მარტში, აეროპორტში რეისების 120% აღდგა და 222 რეისს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიდში 185 რეისი განხორციელდა. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.