ტურიზმი
15/02/2022
ქუთაისის აეროპორტი იანვარში 39 049 მგზავრს მოემსახურა - მგზავრთნაკადი 70%-ით აღდგა
იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 70%-ით, რეისების რაოდენობა კი 87%-ით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის იანვრში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 39,049 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).
აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის თვალსაზრისითაც. იანვარში, აეროპორტში რეისების 87% აღდგა და 164 რეისს მოემსახურა (2019 წლის იანვარი - 188 რეისი).
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.