ტურიზმი
09/12/2021

ქუთაისი აბუ-დაბი - პირდაპირი ფრენები 15 დეკემბრიდან იწყება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება.

აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ახალ მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა.

"საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- მისასალმებელი სიტყვით არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ავიაკომპანიისა და აბუ დაბის აეროპორტის, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიმართა.

"მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს. ხვდებით სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც შემდეგ ჩვენს თვითმფრინავებში ადგილებს ჯგუფურად ყიდიან 25 პერსონაზე და მეტზე და სპეციალური ფასებს სთავაზობენ. რაც ჩვენი ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია. დღეს ასევე, დავაანონსეთ ახალი მიმართულება ქუთაისსა და აბუ დაბის შორის, რომელიც 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენ ვიფრენთ კვირაში ორჯერ ქუთაისის მიმართულებით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი საქართველოს, კერძოდ ქუთაისს დაუკავშირდება", - ქეისი ვონ სხაიკი Wizz Air Abu Dhabi-ს მმართველი დირექტორი.