ტურიზმი
10/06/2020

კურორტებზე მცირე სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა

საკურორტო ზონებში მდებარე მცირე სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაში საუბრობენ.

“ეიჩესი გრუპში“, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ათამდე სასტუმროს მართავს, ამბობენ, რომ საზღვაო კურორტებთან ერთად განსაკუთრებული დაინტერესება მაღალმთიან რეგიონებზე მოდის.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მესტიაა.

რაც შეეხება თბილისის განთავსების ობიექტებს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ დედაქალაქში სასტუმროებზე მოთხოვნა სავარაუდოდ, სექტემბრიდან გაჩნდება.

Businesspartner