ტურიზმი
30/11/2022

კრისტალი: ახალ წელს ბაკურიანში დასვენებით ძირითადად სომხეთის მოქალაქეები ინტერესდებიან

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „კრისტალის“ მენეჯმენტი ზამთრის სეზონის  მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაისურაძე აცხადებს, წელს ბაკურიანში დიდი ალბათობით აქტიური სეზონი იქნება, თუმცა, ალბათ ისეთი არა, რაც პანდემიამდე იყო.

მისი განცხადებით, სასტუმროს ახალი წლის პერიოდისთვის ჯავშნები უკვე მიღებული აქვს.

როგორც მაისურაძე განმარტავს, ნომრების 90% უკვე დარეზერვებულია. მათ შორის, დიდი აქტივობაა სომხეთიდან, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ლიდერ  ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა. გაზრდილია მოთხოვნა ევროპიდანაც.

„უკვე მესამე წელია საკუთარი საბაგიროც გავაკეთეთ ,სტუმრებისთვის  დიდი  კომფორტია, გამოვიდნენ სასტუმროდან და მაშინვე საბაგროთი მთაზე ავიდნენ. შესაბამისად, ზამთრის სეზონზე მოლოდინები საკმაოდ დადებითი გვაქვს და თუ პანდემიამ ისევ ხელი არ შეგვიშალა,წინა ორი წლისგან განსხვავებით, ეს წელი უკეთესი უნდა იყოს,“-აცხადებს მაისურაძე.  

მისი განმარტებით, 108 ნომრიანი სასტუმრო ამჟამადაც აქტიურად იღებს დამსვენებელს. ტურისტების უმრავლესობას ამ დროისთვის ადგილობრივები წარმოადგენენ. დღეს „კრისტალის“ 20%-იანი დატვირთულობით მუშაობს, თუმცა, ეს მაჩვენებელი არააქტიური პერიოდით აიხსნება.

 

 

Businesspartner