ტურიზმი
11/04/2023

ხულო და საქართველოს მთების პოტენციალი

მაღალმთიანი აჭარის სილამაზე ყველას მონუსხულს ტოვებს, თუმცა ეს ულამაზესი მხარე ბევრისთვის ჯერ კიდევ უცხოა, ბევრს ჯერ არ უნახავს მთის ფერდობებზე ლამაზად შეფენილი სოფლები თავისი დიდი ისტორიითა და საინტერესო ყოველდღიურობით. მაღალმთიანი აჭარის აღორძინებაში თითოეულ ადამიანს შეაქვს წვლილი, ვინც ადგილობრივი ტრადიციების გათვალისწინებით ცდილობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას და ადგილზე ჩასულ ქართველსა თუ უცხოელ ვიზიტორს გააცნოს აჭარა და აჭარლები, თავიანთი დიდი ისტორიით, გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობით, აზიაროს ადგილობრივ გასტრონომიასა და ფოლკლორს და კიდევ უფრო შეაყვაროს საქართველოს მთა. ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ ლაშამაც გადაწყვიტა, აჭარის ტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა და ხულოში ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურის გათვალისწინებით მცირე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.