ტურიზმი
29/08/2023

ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება

ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით განახორციელა, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის. ტურისტებს ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. ხიხანის ციხის ტურისტული ბილიკი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად დალაშქრა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო,"-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო.

Businesspartner