კახეთში სასტუმრო "სვიანა" გაიხსნა
კახეთში, სოფელ ლეჩურში სასტუმრო „სვიანა“ გაიხსნა.
18 ნომრიან სასტუმროსში ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ.
სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, გაიხსნა და 23 ადამიანი დასაქმდა.
„სვიანას“ დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.
“სასტუმრო, რომელის სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა. მისივე თქმით, სააგენტომ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმრო დავუჭირა მხარი. პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 0,5 მლრდ ლარს აღწევს, პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.
აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.