ტურიზმი
03/03/2023

"ITB ბერლინში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა როგორც ქვეყნისთვის, ისე კერძო სექტორისთვის“

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023  საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.  44 ტუროპერატორთან და  23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს  სასტუმრო მერკური თბილისის და IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე.

„ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა საოცრად კარგი მარკეტინგული შესაძლებლობაა საქართველოსთვის  და რა თქმა უნდა კერძო სექტორისთვის,  სასტუმროს წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა,  რომ ასე კარგად წარმოვაჩინოთ ქვეყანა,  ჯერ არ მოგვცემია“,-აცხადებს მაკა ცხომელიძე.

2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023