ტურიზმი
06/03/2023

ITB Berlin-ის დირექტორი: საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია

დღეს, ბერლინში  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა  ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება.  ქართველი ხელოვანები 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას და კულტურას გააცნობენ. საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობს ITB  ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა რუთი.

„ITB ბერლინი ეს არის პლატფორმა მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიაში, რომელიც 57 წელზე მეტია ტარდება.  მოხარულები ვართ, რომ საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა მონაწილეობს. ეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაა, ჩვენ  1 წელი ვემზადებოდით და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.  მაგალითად  დღეს, საღამოს გამოფენის გახსნის ცერემონია მოეწყობა, სადაც  დიდი სიამოვნებით ველოდებით ქართული კულტურის წარმოჩენას  ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში”.

დებორა რუთის გაცხადებით საქართველოს ტურისტული მიმართულება მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული უნდა გახდეს.

„საქართველოს   გლობალური ტურიზმისთვის  ბევრის შემოთავაზება შეუძლია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს.  უნდა ეწვიოთ საქართველოს რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას.  გასულ წელს საქართველოში ვიმოგზაურე, მოვინახულე კახეთი.  ძალიან შემიყვარდა ღვინის ეს რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა.  ხალხი ძალიან თბილად იყო ჩემდამი განწყობილი. როგორც  პიროვნებას, ტურისტს, მოგზაურს და პროფესიონალს ძალიან მომეწონა ეს თბილი სტუმარმასპინძლობა და შესანიშნავი  დახვედრა საქართველოში“,-აცხადებს ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა რუთი.

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022