ტურიზმი
28/02/2023

"ITB Berli-ში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას, სექტორმა პანდემიის გამო დაკარგული პარტნიორები შევიძინოთ"

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023  საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. 

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.  44 ტუროპერატორთან და  23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს  კომპანია  Check-in Travel-ის წარმომადგენელი ია გედევანიშვილი.

“ჩვენ ყველაფერი გამზადებული გვაქვს ბერლინის ტურისტული გამოფენისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის პირველ რიგში. პანდემიის გამო ბევრი პარტნიორი დავკარგეთ და სწორედ ახალი პარტნიორების შესაძენად, ახალი კავშირებისთვის, ასევე ქვეყნის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისათვის მივემგზავრებით გერმანიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით. მათი მხარდაჭერით ჩატარებული გამოფენები ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება“,- აცხადებს ია გედევანიშვილი.

2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023