ტურიზმი
24/08/2021
ისრაელმა საქართველო "წითელი" ზონიდან "ნარინჯისფერი" ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა
ისრაელმა საქართველო "წითელიდან" "ნარინჯისფერი" ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა.
როგორც საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილებით, ისრაელელი ტურისტები საქართველოში სტუმრობას შეძლებენ, მაგრამ ქვეყანაში დაბრუნებისას მოუწევთ კარანტინის გავლა.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან", - წერია საელჩოს განცხადებაში.