ტურიზმი
25/06/2021
ირაკლი ღარიბაშვილი: ტურისტული ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში იქნება
“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორცმოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილების ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტული ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში.
“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გათვლებით, 6.5 მლრდ დოლარს მიაღწევს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.