ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა კურორტის აღდგენა უნდა შევძლოთ
პრემიერის შეფასებით, ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს. მასის სტატისტიკით, ტურიზმის 95%-იანი აღდგენა ფიქსირდება.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო უფრო მეტად კონცენტრირებული მუშაობის მიზნით, რათა ყველა კურორტის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.
"არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოყვანის მიზნით ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს. ეკონომიკის სამინისტრომ ახალი სააგენტო დააფუძნა, რათა ყველა კურორტის აღდგენა შევძლოთ. ეს მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გავაკეთოთ. ამ კურორტების გამოტანას ვაპირებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სექტემბრამდე ალბათ გამოვიტანთ, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს მართლაც უნიკალური ტურისტული ლოკაციები",- განაცხადა პრემიერმა.