ტურიზმი
28/06/2022

"ინნ ჯგუფი" ბიზნესის ოსკარად წოდებული "ოქროს ბრენდის" ტიტულის მფლობელი მეორედ გახდა

სასტუმროები „ბაკურიანი ინნ“ და „გუდაური ინნ“ "ოქროს ბრენდის" გამარჯვებულია.

კომპანია “ინნ ჯგუფმა” ბიზნესის ოსკარად წოდებული „ოქროს ბრენდი“ უკვე მეორედ დაიმსახურა. ექსპერტების რჩეული, ამჯერად, მთის კურორტების საუკეთესო სასტუმროები “ბაკურიანი ინნ” და ‘გუდაური ინნ” გახდნენ.

ღონისძიება წელს მე-17-ედ გაიმართა, გამარჯვებული კომპანიები კი ყოველწლიურად პიარისა და მარკეტინგული აქტივობების ხარისხით ვლინდებოდნენ, კომპანიებს ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევდნენ ხმას.

„ინნ ჯგუფის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტი მადლობას უხდის ორგანიზატორებს აღიარებისთვის და ყველა გამარჯვებულს ულოცავს წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოება მარკეტინგული კვლევის კომპანია Global Idea-ს და გამომცემლობა The Financial-ის ორგანიზაციით გაიმართა. ღონისძიებაზე ჯილდო 50 კომპანიას გადაეცა. ნომინაციები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა, დაჯილდოვდნენ როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ბაზარზე შედარებით ახალი კომპანიებიც. ცერემონიალს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ბიზნეს-პროექტებს აჯილდოებს, ბიზნესის ოსკარადაც მოიხსენიებენ. დაჯილდოებამდე  ტარდება კვლევები, შეფასებები და გამოკითხვები - პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები, საკონსულტაციო კომპანიები და მომხმარებლები. ექსპერტების კვლევის საგანს, ბრენდის ცნობადობა და ხარისხი წარმოადგენს. ასევე კომპანიების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული კრეატიული და სოციალური პროექტები.