ტურიზმი
28/04/2023

INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

პრესტიჟული  ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT ბათუმს ზაფხულის  10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს. ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და  შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.  „10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემა INDEPENDENT აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ბათუმი თავად არის კულტურების, გემოების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, თვალწარმტაც ტბებსა და ავთენტურ სტუმართმოყვარე სოფლებს,“ წერს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

„ნამდვილი სილამაზე, ბათუმი - საქართველოს მეორე ქალაქი შავი ზღვის მდიდრულ სანაპიროზე - სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. რატომ? 2000 წლიანი მომხიბვლელი ისტორიის განმავლობაში, ის შთამაგონებელი ადგილი იყო ისეთი ცნობილი  მწერლებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჯორჯ სიმენონი და მსოფლიოს წამყვანი ფიგურები ძმები ნობელები და ალფონს როტშილდი.

მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული ნაგებობები და გაჟღენთილია უტყუარი ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემითა და მომხიბვლელი ხელოვნების ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულ მარშრუტს და აღმოაჩინეთ შეუდარებელი ბათუმი“ ნათქვამია სტატიაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022