ტურიზმი
03/02/2022
იანვარში საქართველოს 200 000-მდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის სექტორი აღდგენის დინამიკას აჩვენებს. გაზრდილია როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე ტურისტების ვიზიტების რაოდენობდა.
საქართველოს იანვარში 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მაჩვენებელი 473%-ით არის გაზრდილი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წელთან შედარებით შედარებით მაჩვენებლები 38%-ით აღდგა,
456%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა, ქვეყანას იანავრში 163 615 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, 2019 წლის მონაცემთან შედარებით აღდგენა 53%-იან ნიშნულს აჩვენებს.