ტურიზმი
07/10/2021

HSC: თუ დროზე არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა, სეზონს ზამთრის კურორტები ცარიელი შეხვდება

ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად ქვეყანაში ტურისტულმა ნაკადებმა იკლო. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის HSC Group-ის ინფორმაციით, გარკვეულწილად ეს ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებსაც უკავშირდება. სექტორს ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმედიანი განწყობა აქვს, მიზეზი ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში უკვე არსებული ჯავშნებია.

სექტემბრის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუ შემოდგომამდე სასტუმროებს ჰქონდათ საშუალოდ 70%-80% დატვირთულობა, დღეს ეს ციფრები 30%-40%მდეა შემცირებული. ეს თავის მხრივ გამოწვეულია სეზონურობით, რადგან ზაფხულში მოგზაურთა დიდი ნაწილი იყო საუდის არაბეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და ა.შ. მათთვის მოგზაურობის სეზონი ზამთრამდე გარდამავალ პერიოდზეა, რაც შეეხება სექტემბერს და ოქტომბერს, სტანდარტულ ვითარებაში ჭარბობდა ტურისტები რუსეთიდან, რადგან მათთვის სექტემბერ-ოქტომბერი არის საქართველოში მოგზაურობის ყველაზე კარგი პერიოდი. მაშინ როდესაც სახმელეთო საზღვარიც დაკეტილია, ძალიან ურთულდებათ ჩამოსვლა, რადგან უწევთ ბელორუსის ან სხვა ქვეყნის გავლით თბილისში მოხვედრა, ეს გაზრდილ ხარჯებთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ზამთრამდე, ვფიქრობ, საშუალო დატვირთულობა იქნება 35%-ის ფარგლბში. წინასწარი მოთხოვნა ზამთრის კურორტებზე მზარდია და შეიძლება ითქვას, 60%-მდე შევსებულიც კი ნორმალური ფასებით. ამ ყველაფრის რეალობად ქცევა ისევ და ისევ დამოკიდებულია კოვიდ სიტუაციასა და რეგულაციებზე. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა და სეზონი, მაშინ ჯავშნებიც გაუქმდება და როგორც ეს 2020 წელს იყო, კურორტები ცარიელი შეხვდება ზამთარს.  

ჩვენს სასტუმროებს რეგიონების მიხედვით თუ დავყოფთ სვანეთში ზაფხულმა კარგად იმუშავა - 70%-მდე დატვირთვით, გუდაურში 55%-65%, თბილისში კი 90%-იანი დატვირთვით დავხურეთ სეზონი,“ - განმარტავს HSC Group-ის დირექტორი გიორგი დოლიძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020