HSC Group: ქვეყანაში ტურიზმის აღმასვლის ტემპი შესამჩნევად მზარდია
ქვეყანაში ტურიზმის აღმასვლის ტემპი შესამჩნევად მზარდია, - ასე აფასებს HSC Group-ი ზაფხულის სეზონს. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის თქმით, მათ მართვაში არსებულ ყველა სასტუმროში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზეა.
„საერთაშორისო ჯავშნების რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში გასამმაგდა. 1-ელ ივნისს აბანოთუბანში სატესტო რეჟიმში გავხსენით მაღალი დონის ბუტიკური ტიპის სასტუმრო Eleven Inn Tbilisi. პირველი რამდენიმე დღე დაბალ დატვირთულებაზე ამუშავდა, უკვე ვიღებთ საერთაშორისო რეზერვაციებს. დღეს სასტუმრო 90%-ზეა დატვირთული, ძირითადი ნაკადი არის ისრაელიდან. სასტუმრო ახალი გახსნილია, ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიაა და ამის ფონზე შედარებით მისაღებ ფასად, ახლად გახსნილ სასტუმროში რეზერვაციების ნაკადი არ წყდება", - განმარტავს HSC Group-ის დირექტორი გიორგი დოლიძე.
რაც შეეხება სასტუმრო "ბანგურიანს" მესტიაში, კომპანიაში ამბობენ, რომ უახლოეს 1 კვირაში ობიექტი 100%-იანი დატვირთულობით იმუშავებს, ახლა კი დატვირთულობის მაჩვენებელი დაახლოებით 30-35%-ია.
"სეგმენტი შერეულია, მეტწილად ჯერ მაინც გამომდინარე ლოკაციიდან, ჭარბობდა საქართველოს მოქალაქეების რეზერვაციები, ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა ქვეყნიდან ვიზიტორები. ველოდებით 60-70% ზრდას შემდეგ თვეებში. ახლახანს შემოგვიერთდა Quadrum Gudauri. გუდაურის მიმართულებით დღეს ცოტა რთულია მუშაობა, რადგან სეზონი არ არის, ამიტომ გვიწევს ფასების შემცირდება, რომ ტურისტულ კომპანიებს უღირდეთ ისეთი ჯგუფების გუდაურში განთავსება, რომლებიც ყაზბეგში მიდიან და კარგ ფასად აწყობთ მათი გუდაურში გაჩერება. მით უმეტეს, რომ ყაზბეგში დღეს პიკ სეზონია და ფასები საკმაოდ მაღალია", - განმარტავს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, კახეთის მიმართულება შიდა ტურიზმის შემთხვევაში კვლავ გამორჩეულია, რეგიონის სასტუმროებში ვიქენდზე არც ერთი ნომერია თავისუფალი. კვირის დღეები მუშაობს 70%-იანი დატვირთულობით, არის საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტი, იგივე ტარიფებია რაც 2019 წელს. "ეს დადებითი პროგნოზისა და ტურიზმის აღდგენის ტემპის პოზიტიური ინდიკატორია", - აღნიშნავს HSC Group-ის დირექტორი.
მისივე თქმით, ბათუმში მოიმატა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა და ასევე ნარჩუნდება შიდა ტურიზმის. სასტუმროები მუშაობენ 70-80% დატვირთულობით და ფასები აქაც, როგორც კახეთში, თითქმის 2019 ნიშნულზე, რაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულტათვის კარგის მანიშნებელია.
კომპანიის ცნობით ვიზიტორების სეგმენტაციას, მეტი წილი არის 25-50 წლამდე დამსვენებელი, მოგზაურობენ მეგორბრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, საშუალოდ 10 ადამიანმდე. ყველაზე დიდი მოთხოვნაა ისრაელიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საუდის არაბეთიდან, ემირატებიდან და ყაზახეთიდან.