ტურიზმი
27/04/2020

HoReCa სექტორი უფრო მეტ შეღავათებს ითხოვს

ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენთან ერთად სექტორისთვის აუცილებელ საშეღავათო პაკეტებზე იმსჯელეს. მათ შორის განიხილებოდა, როგორც საბანკო სექტორთან შუამდგომლობის, ასევე კომუნალური გადასახედების გადავადების საკითხი.

ტურისტული სექტორის ასოციაციების წარმომადგენლების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ მათთვის გარკვეული შეღავათები დაწესდა ეს საკმარისი არ არის. მათი ინფორმაციით, აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებას უფრო მეტი დრო და რესურსი დაუთმონ.

ვიდეო ჩართვაში რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის, გიდების ასოციაციის, ეკო ტურიზმის ასოციაციისა და კომპანია HORECA Management Group-ის (სასტუმროების და რესტორნების მართველი ორგანიზაცია) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.