ტურიზმი
05/12/2022

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება

ბაკურიანში 2800 მეტრი სიგრძის საბაგიროს მშენებლობა იგეგმება, მისი გამტარუნარიანობა კი საათში 1800 მგზავრი იქნება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.

„გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა იქნება საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ასევე დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სიტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.