ტურიზმი
11/06/2020

გიორგი გახარია: შიდა ტურიზმი იხსნება, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს

ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა,- განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა ელოდება გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ გადაწყდება მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების საკითხი.

“ორშაბათიდან, 15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით დასვენების და უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე, ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, ბიზნესოპერატორს, თითოეულ მოქალაქეს მართებს სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრვი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობას, რომელზეც საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner