ტურიზმი
07/03/2023

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: მე საქართველოს დიდი ფანი ვარ

ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნაზე საქართველოს წარდგენას აფასებს  გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი. ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით გამოფენის გალა გახსნაზე საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.   

„მე საქართველოს დიდი ფანი ვარ, რაც გუშინ გალა გახსნაზე ვიხილეთ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო.  ყველა ვისაც ვესაუბრებოდი იგივე შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე.

საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, ITB ბერლინის მასპინძლობა ბევრს ნიშნავს.   საქართველო ჯერ კიდევ სრულად არ არის ტურიზმის ინდუსტრიის ობიექტში და ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი მისი სრული პოტენციალი, სწორედ ამ გამოფენაზე საქართველოს  პრეზენტაციამ გააკეთა ის, რაც გესაჭიროებოდათ,  ეს ყურადღების მიპყრობაა. რაც გალა გახსნაზე  ვიხილეთ ამის შემდეგ  ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, რომელსაც აქვს სტუმართმოყვარეობის არაჩვეულებრივი  ტრადიცია და გამორჩეულია სამზარეულოთი“,-აცხადებს გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბიგი. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა  ITB Berlin 2023 საქართველომ  გრანდიოზული გალა კონცერტით გახსნა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022