Georgian Travel Guide-ი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით შემეცნებით გათამაშებას იწყებს
ქართული ტურისტული პლატფორმა GeorgianTravelGuide.com შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით მართავს სახალისო და შემეცნებით გათამაშებას, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შესაძლებლობა აქვს გაერთოს და მოიგოს მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები.
თამაში მიზნად ისახავს: გაზარდოს საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა; გაზარდოს მოგზაურთა დაინტერესება შიდა ტურიზმით.
მოგზაურები თამაშში Georgian Travel Guide-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით ჩაერთვებიან და შეეცდებიან გამოიცნონ საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები.
თამაშის პირველი რაუნდი დაიწყება 26 აპრილს და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.
გამარჯვებული გამოვლინდება 2 მაისს -კვირა დღის ბოლოს.
გამოვლინდება სამი ძირითადი გამარჯვებული (I, II და III ადგილი), რომელთაც გადაეცემათ მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები. ძირითად საპრიზო ადგილების გარდა ყოველდღიურად გაიმართება ბონუს რაუნდები, სადაც ასევე გათამაშდება საინტერესო პრიზები.
თითოეული თამაში შედგება შემთხვევითად შერჩეული 10 კითხვისაგან. თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი. მონაწილეს ქულა მიენიჭება სწორი პასუხის მითითების შემთხვევაში. ქულის მინიჭებისას გაითვალისწინება თუ რამდენი წამი დასჭირდა მონაწილეს სწორი პასუხის შესარჩევად.
თამაშის წესები სრულად იხილეთ ბმულზე.