ტურიზმი
23/12/2020
გემრიელი აჭარა - რეგიონს ახალი გასტრონომიული კლიპი აქვს
ახალი საიმიჯო კლიპი აჭარის კულინარიაზე - ვიდეორგოლი აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო.
„გემრიელი აჭარა“ ასე ჰქვია პროდუქტს, რომელიც ლაზური, მთიანი აჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებად ცნობილი კერძებისა და დესერტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალკ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც ონლაინ სივრცეში ეტაპობრივად ჩაეშვება. რეგიონში გასტორნომიული ტურიზმის განვითარების მიზნით, ასევე მოამზადდა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც აჭარულ კერძებს ცნობილი შეფმზარეულები ამზადებენ.