ტურიზმი
15/05/2023
GCAA: საქართველო-რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს- ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.
ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.- ნათქვამია GCAA-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, Azimuth Airlines 2017 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც რუსეთში, დონის როსტოვში მდებარეობს.