ტურიზმი
17/03/2022

Galt&Taggart: თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $105 მილიონია

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში საქართველოს 151 870 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აღდგენილია 2019 წლის მაჩვენებლების 39%.

Galt&Taggart-ის მონაცემების თანახმად, ტურისტული მიზნით ქვეყანაში 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლების 55% ჩამოვიდა. 

ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით სიის სათავეში თურქეთია, მეორე და მესამე ადგილებს კი რუსეთი და სომხეთი იკავებენ. დაბალია ვიზიტორთა მაჩვენებლები ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, საუდის არაბეთიდან და უზბეკეთიდან.

2022 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $105 მილიონია. აღდგენილია 2019 წლის მაჩვენებლის 62%. ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების 15% ევროკაკვშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის, 14% რუსეთზე, 11% თურქეთზე, ხოლო ისრაელსა და უკრაინას ამ მაჩვენებლის 10% უკავიათ.