ტურიზმი
21/09/2020
გაიტანს თუ არა საპარტნიორი ფონდი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანს“ კიდევ ერთ აუქციონზე
გამოიტანს თუ არა საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“ მორიგ აუქციონზე, გადაწყვეტილი არ არის.
ფონდში აცხადებენ, რომ COVID-19-მა ინვესტორთა განწყობები საქართველოშიც შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ 7,5 მლნ დოლარით გაიაფებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა.
საჯარო აუქციონი, რომელიც "საპარტნიორო ფონდმა" სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ გამოაცხადა, მონაწილეთა არარსებობის გამო ვერ შედგა.
პირველი საჯარო აუქციონი სასტუმროზე 2019 წლის დეკემბერში გაიმართა, მაშინ საწყისი 37,5 მლნ დოლარი იყო.
ფონდი სასტუმროს 100%-იანი წილის მფლობელი 2018 წელს გახდა როდესაც „ბორჯომი ლიკანი“ ყაზახური მხარისგან გამოისყიდა, მანამდე მისი წილი სასტუმროში 50% იყო.