Forbes-ი მკითხველს ვარძიის მონახულებას ურჩევს
Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.
"ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით.
300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეების შესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან. “ - აღნიშნულია სტატიაში.
Forbes-ის ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი PCR ტესტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს Covid 19-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა - საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა.
“მსოფლიო პანდემიის პირობებში მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, ფორბსის მიერ შვიდეუში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი,იმდენად რამდენადაც ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა თუ პროდუქტების”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფოროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
“მსოფლიო პანდემიის პირობებში მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, ფორბსის მიერ შვიდეუში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთ-ერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი,იმდენად რამდენადაც ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა თუ პროდუქტების”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფოროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.