FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეისებს 31 იანვრიდან განაახლებს
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეისებს 31 იანვრიდან განაახლებს.
როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიიდან აცნობეს, კიევი-თბლისი-კიევის საჰაერო ხაზზე FlyUIA კვირაში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ შაბათს და ორშაბათს:
რეისი PS 517 კიევი (KBP) 20:30 საათი – თბილისი (TBS) 01:15 საათი.
რეისი PS518 თბილისი (TBS) 07:00 საათი – კიევი (KBP) 08:05 საათი.
რეისები დაგეგმილია ისე, რომ თბილისიდან წასულმა მგზავრმა მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროს კიევის გავლით პარიზის, ამსტერდამის, მილანის, მიუნხენის, ლონდონის, თელ ავივის, პრაღას, დუბაის, სტამბოლის და ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.
გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.