ტურიზმი
21/04/2021

flydubai ზაფხულის სეზონზე დუბაიდან თბილისის გარდა რეისებს ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის გარდა ფრენებს ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, 12 მაისიდან, ავიაკომპანია flydubai დუბაი-ბათუმის-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.

29 აგვისტოს ჩათვლით რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Businesspartner