ტურიზმი
11/08/2021
Fly Jordan-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს 12 აგვისტოდან განაახლებს
ავიაკომპანია Fly Jordan-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას 12 აგვისტოდან განაახლებს.
ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ავიარეისები ამანსა და ბათუმს შორის 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Fly Jordan-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის ნებართვა 9 აგვისტოს მიანიჭა. იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.