ტურიზმი
25/02/2023

FIS-ის პრეზიდენტი: ბაკურიანში სათხილამურო ტრასები და თოვლი ფანტასტიკურია, აქ დიდი პოტენციალია

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი (FIS) იოჰან ელიაში ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ამ მაღალმთიან კურორტს დიდი პოტენციალი აქვს.

„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი. თქვენ გაქვთ შესანიშნავი მთები, რომლებიც ხელს გიწყობთ და ვფიქრობ, რომ ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვთ ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში, რადგან ამ პერიოდში ადამიანებს სხვა ნახევარსფეროში გამგზავრება უწევთ სავარჯიშოდ. საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი - ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიება გავაკეთოთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში. ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და, ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ამით შეიძლება შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა იოჰან ელიაშმა.

იოჰან ელიაში ბაკურიანს ეწვია, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო. მან დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა.

საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ტარდება , რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ორგანიზატორი კი - მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023