ტურიზმი
11/02/2021
EUROCONTROL-მა საქართველოს ავიაბაზარზე პოზიტიური ტენდენცია დაინახა
EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.
ორგანიზაციის გამოქვეყნებული სტატისტიკით, 9 თებერვალს საქართველოში 16 ფრენა შესრულდა (მოფრენა-გაფრენა). 26 იანვართან შედარებით, ეს 23%-ით მეტია.
"41 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველოზე ნაკლები ფრენა 9 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიაში (12), ბოსნია და ჰერცეგოვინასა (10) და მოლდოვაში (9) განხორციელდა. ყველაზე დატვირთული იყო საჰაერო სივრცე საფრანგეთში (1263 ფრენა, –16%), გერმანიასა (1093, –15%) და თურქეთში (967, –3%)", - წერს avianews.ge ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
EUROCONTROL-ის ცნობით, ორკვირიან პერიოდში ქვეყნების უმრავლესობაში ფრენების კლება დაფიქსირდა.