ეროვნული ადმინისტრაცია სოფლად ტურიზმის განვითარებაზე ტრენინგებს იწყებს
„სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურებების თავისებურებები სოფლად“ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგის კურსებს იწყებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნოემბერსა და დეკემბერში ტრენინგების კურსი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება.
ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი.
ტრენინგებზე დასწრება სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებსაც შეეძლებათ.
ტრენინგის, რომელსაც საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციის ტრენერები გამართავენ,თემებია ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.
სასწავლო კურსი ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონში.
სასწავლო კურსი სრულიად უსასყიდლოდ, რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდება საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში:
ბოლნისი, თეთრიწყარო, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ხონი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი.