ტურიზმი
05/04/2021
El AL საქართველოს ავიაბაზარს აპრილიდან უბრუნდება
ისრაელის ავიაკომპანია El AL საქართველოს მიმართულებით ფრენების გასაახლებლად ემზადება.
როგორც ტურისტული კომპანია Discovery Lufthansa City Center-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, El AL თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 12 აპრილიდან განაახლებს.
ფრენები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
“ძვირფასო მგზავრებო, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 12 აპრილიდან ისრაელის ავიაკომპანია El AL აღადგენს რეგულარულ ფრენებს თბილისის მიმართულებით
კვირაში ორი სიხშირე :
თბილისი თელ-ავივი – ორშაბათი, პარასკევი
თელ-ავივი თბილისი – ხუთშაბათი, კვირა”, - განმარტავენ Discovery Lufthansa City Center-ში.