ტურიზმი
30/04/2020
ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისა და სტიმულირების გეგმაზე მუშაობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისა და სტიმულირების გეგმაზე მუშაობს.
დოკუმენტი მოიცავს, როგორც უშუალოდ კრიზისის ასევე პოსტკრიზისული პერიოდისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს.
საკითხზე კომუნიკაცია სფეროს წარმომადგენლებთან უკვე დაწყებულია. შეხვედრაზე, რომელსაც 70-მდე ტურისტული ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა ყველა აუცილებელ პროგრამაზე იმსჯელეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში კონკრეტულ სექტორებზე ორიენტირებული შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც დახმარების კონკრეტული პროგრამების ფორმირება მოხდება.