ტურიზმი
12/08/2022

"ეკო ვილაჯიომ" მირზაანში ხის კოტეჯები მოაწყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კომპანიამ "ეკო ვილაჯიო“ ტურისტული სივრცე მოაწყო.

სასტუმრო 10 ხის კოტეჯს აერთიანებს, რომელთა  მოწყობაზე კომპანიამ 225 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 170 000 სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა. სასტუმროში დასაქმებული 13 ადგილობრივია.

სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.