ტურიზმი
27/11/2020

დისქავერ ჯორჯია: საქართველოს ეკონომიკა წითელ წიგნშია შესატანი

„დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორი, ნინა კეკელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მთავრობის მიერ წარდგენილი დახმარების პაკეტები კი მათთვის ზღვაში წვეთია.

„ის შეღავათები, რომელიც დაანონსდა, რა თქმა უნდა, კარგია, მისასალმებელია, თუმცა კერძო სექტორის გადასარჩენად ზღვაში წვეთია. ეს არ არის ის მექანიზმი, რომელიც კერძო სექტორს გადაარჩენს, ან შეუნარჩუნებს მზაობას.

დღეს საქართველოს ეკონომიკა წითელ წიგნშია შესატანი. იმდენად რთული მდგომარეობაა მარტიდან მოყოლებული დღემდე. დღეს კერძო სექტორს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ და არიან კრიტიკულად რთულ მდგომარეობაში, ეს ფაქტი კი სახეზეა“,- განაცხადა კეკელიძემ.