ტურიზმი
09/05/2023

"დაცული ტერიტორიების ვიზიტორების რაოდენობა წელს 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს"

საქართველოში ეკოტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება. 2023 წელს, მხოლოდ 4 თვეში, საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას თითქმის 50 000 ვიზიტორი ეწვია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უნიკალური ბუნების დაცვა-შენარჩუნებისა და ეკოტურიზმის განვითარებისთვის.

სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

დაცული ტერიტორიების დააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომლებიც ძირითადად პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან არიან.

"ვიზიტორთა 58% უცხოელები არია, რაც გვაძლევს საშაულებას ვივარაუდოთ, რომ ტუროპერატორები ეფექტურად ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე. აქვე თუ დინამიკას შევადარებთ 2019 წელს, ანუ რეკორდულ მაჩვენებელს, შეგვიძლია ვთავქთ, რომ არნიშნული ტრენდი გაგრძელდება და წლის განმავლობაში სრულად გადავაჭარბებთ 2019 წლის მაჩვენებლებს."-ამბობს ხახიშვილი.

დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც ადგილობრივების დასაქმების და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს.

2022 წლის მონაცემით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ დაახლოებით 407 სატუმრო, 250 მაღაზია და 200-მდე კვების ობიექტია შექმნილი.

სააგენტო აქტიურად განაგრძობს ეკოტურისტული ობიექტების გაფართოებას და განვითარებას. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც დამთვალიერებელს საშაულებას მისცემს საღამოს საათებშიც მოინახულოს არნიშნული ლოკაციები.

"10-ზე მეტ დაცულ ტერიტორიაზე საკმაოდ გრძელი ბილიკების ქსელი განვითარდება, თანმდევი დასარჩენი კოტეჯებით, გადასახედებით და სხვა ინფრასტრუქტურით. როგორც იცით, წელს დაარსდა რაჭის ეროვნული პარკი და კვერეთის აღკვეთილი, ასევე სიდა ქართლში ტანას აღკვეთილი, რაც გვაძლევს საშუალებას წელსვე დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯები და ინფრასტრუქტურული თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების მეშვეობით ეკოტურისტული სერვისები ვაწარმოოთ."-აღნიშნა დაცული ტერიტორიების დააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023