ტურიზმი
11/06/2020
დაცული ტერიტორიები იხსნება - რა უნდა გავითვალისწინოთ მოგზაურობისას
საქართველოს დაცული ტერიტორიები გასახსნელად ემზადება. ვიზიტორებს დაცული ტერიტორიები 15 ივნისიდან უმასპინძლებს.
მოგზაურობისას ტურისტებს კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისიწნება მოუწევთ. შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში) აუცილებელია პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა; ვიზიტორთა ცენტრში ერთდროულად დაიშვება მხოლოდ 5 ვიზიტორი; რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად (guru.ge) შეძენა.
ამავდროულად დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დაცულ ტერიოტორიებზე სტუმრობისას თუ ტავს შეუძლოდ გრძნობენ.
სულ ქვეყანაში 21 დაცული ტერიტორიაა, კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა სერვისის მიღება.