ტურიზმი
10/09/2020

დამსვენებელთა ახალი სეგმენტი მოვიზიდეთ, ჯავშნები არ შეგვმცირებია - Casttelo Mare

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი Casttelo Mare ზაფხულის სეზონს სრული დატვირთვით შეხვდა, როგორც კომპლექსის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი მანო კუჭუხიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, სეზონმა კარგად ჩაიარა და ჯავშნმები არ გაუქმებულა.

„იმის გათვალისწინებით, რომ წინა წლებში დამსვენებლის 70% უცხო ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი იყო, წელს კი დამსვენებლის 100% ქართველია, მოვახდინეთ მათი დიფერენცირება და შევცვალეთ საფასო პოლიტიკა. გვაქვს ეკონომ კლასი, სტანდარტული და მაღალი კატეგორიის კამპუსები. ასევე, თიბისი სტატუსისა და სოლო ბანკის მომხმარბლებს მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობდით 30%-იან ფასდაკლებას, სადაზღვეო სექტორთან დავიწყეთ თანამშრომლლობა, სპეციალური შეთავაზებები გვქონდა, რამაც ხელი შეუწყო დამსვენებლის სრულიად ახალი სეგმენტის შემოდინებას სასტუმროს,“– აღნიშნავს მანო კუჭუხიძე.

Casttelo mare–ს სასტუმროს ძირითადი კორპუსი, ასევე ეკონომ კლასის კორპუსი მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას. კომპლექსის წარმომადგენლის თქმით, ზამთრის პერიოდში სასტუმრო არ დაიკეტება და მომხმარებელს აქციებსა და ფასდაკლებებს შეთავაზებს. ზაფხულში ზოგიერთი დღე 100% დატვირთულობით იყო. ამის მიუხედავად, შემოსავალმა იკლო, რაც უცხოელი ვიზიტორების არყოფნამ და ღონისძიებების გაუქმებამ გამოიწვია.

„სექტემბერში, კამპუსი „დიანა“ გადის რემონტზე შესაბამისად, ნომრების ნახევარი აღარ გაიყიდება, თუმცა საშუალო დატვირთულობას ველოდებით 30%-მდე. მინიმალური დატვირთვით ზამთრის სეზონზე გვიმუშავია და ამ მხრივ გამოცდილება გვაქვს. ხელფასებს და სასტუმროს ხარჯებს ვუმკლავდებით. წესები გავამკაცრეთ, ღია აუზზე და სპაში 1 დრიან აბონიმენტებს აღარ ვყიდით.“ – ამბობს Castelo mare –ს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი მანო კუჭუხიძე.