ტურიზმი
11/11/2020
COVID-ის გავლენა - საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 82.5%-ით შემცირდა
პანდემიის ფონზე, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.5%-იანი კლებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო, ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ავიაკომპანიების ნაწილმა ისედაც მცირე რეისების შემცირების და გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 10 თვეში საქართველოს აეროპორტები 799 016 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როდესაც შარშან 4,5 მლნ-ზე მეტი მგზავრი ჰყავდათ.
რაც შეეხება კონკრეტულ აეროპორტებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 82.9%-ით არის შემცირებული, ბათუმის აეროპორტში კლება 91%-ს აღემატება, ქუთაისის აეროპორტში კი, 74.5%-ს.