ტურიზმი
29/08/2023

"ჩვენი სტუმრები ძირითადად ისინი არიან, ვინც საქართველოში ერთხელ უკვე ნამყოფია"

„მიმდინარე წელი, წინა წლებთან შედარებით ტურისტულად ნაკლებადაა დატვირთული,“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Forest man’s ranch-ის დამფუძნებელმა ალექსი მაისურაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლამდე ტურისტული ნაკადების აქტივობა ძალიან მაღალი იყო, თუმცა ამჟამად ქვეყანაში მარკეტინგული აქტივობები ნაკლებად მუშაობს და მათი სტუმრები ძირითადად ისინი არიან ვინც საქართველოში ერთხელ უკვე ნამყოფია და იცის ამ ქვეყნის შესახებ.

„ამ დროისათვის, რანჩოში 10 ცხენი გვყავს. ყველამ იცის, რომ ცხენებით ტურს ვაკეთებთ. შესაბამისად,  სხვადასხვა ადგილობრივ სასტუმროებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.“-აცხადებს მაისურაძე.

როგორც რანჩოს დამფუძნებელი აღნიშნავს, სამომავლოდ რანჩოს აგროტურისტულ ობიექტად ქცევა იგეგმება, სადაც სტუმრებს ავთენტურ გემოებსა და კულტურის გაცნობას შესთავაზებენ.

ცნობისთვის, Forest man’s ranch თელავში, სოფელ ვარდისუბანში მდებარეობს და მომხარებელს საცხენოსნო ტურიზმს, ადგილობრივ ღვინოსა და ადგილზე დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს.

Businesspartner