ტურიზმი
01/09/2022

ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი გაიმართება

„მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“  16-18 სექტემბერს ჭიათურა ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპალეოტურიზმი;​ მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ. ჭიათურის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.

ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია "ჯორჯიან მანგანეზი".

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის პარტნიორია - სვერის სათავგადასავლო ბანაკი.

Businesspartner